17 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
დაგველოდოს ბატონი ირაკლი - ნიკა მელია "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილების მიღებაზე

შედის თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში - პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას რეგიონებში ჩავლისა და საკითხზე საზოგადოების ფართო სპექტრის მოსაზრების მოსმენის შემდეგ გამოაცხადებს.

ამასთან, მელიამ "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძესაც უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ ქართული დემოკრატიისთვის უკეთესიც იქნება, თუ "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში წარმოდგენილი არ იქნება.

"გადაწყვეტილება ძალიან ბევრ ადამიანს მიღებული აქვს, შესაძლებელია მეც მქონდეს მიღებული, წინ შეიძლება ბევრი არაფერი მედგეს, რომ დღეს საღამოს ბრიფინგი ჩავატარო და საზოგადოებას ვაცნობო პარტიის სახელით გადაწყვეტილება.

სულ რაღაც 4 დღეა იქ ვარ, სადაც ვარ და არ ვარ იქ, სადაც ვიყავი. არ მინდა, რომ ძალიან ბევრი ადამიანის მიმართ უპატიცემულობა დავაფიქსირო ამ უზარმაზარ პარტიაში და ამავე დროს, არ მინდა, რომ თუნდაც რამდენიმე რეგიონში ჩაუსვლელად მივიღოთ ეს გადაწყვეტილება.

დაგველოდოს ბატონი ირაკლი! ვინმეს თუ არაფერი არ უნდა უხაროდეს, ბატონი კობახიძეა," - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღის ამბები