17 ნოემბერი 2024,   03:46
ვრცლად
"ლიბერთი ბანკი" 35%-იან სესხებს გასცემს პენსიონერებზე - ანა დოლიძე სახელმწიფოს საკითხის დარეგულირებას მოუწოდებს

"მოძრაობა ხალხისთვის" ლიდერმა ანა დოლიძემ საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს.

მისი თქმით, ყოველ მეორე პენსიონერს აქვს სესხი, ხოლო "ლიბერთი ბანკი" მონოპოლისტური სიტუაციით სარგებლობს და პენსიონერებზე 35%-იან სესხებს გასცემს, რაც ბანკისთვის საკმაოდ დიდი პროცენტია.

"მოძრაობა ხალხისთვის" ლიდერი საკითხის დასარეგულირებლად ჩარევას სახელმწიფოს მოუწოდებს.

"ლიბერთი ბანკი", როგორც მონოპოლისტი, რომელიც არიგებს პენსიებს, სარგებლობს საკუთარი მონოპოლისტური სიტუაციით და 35%-იან სესხებს გასცემს პენსიონერებზე. ისინი ბევრად დიდ პროცენტს იხდიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები,"- აცხადებს ანა დოლიძე. 

დღის ამბები