სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადებით, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მოთხოვნა სასამართლოზე ბიძინა ივანიშვილის მოწმის სახით დაკითხვის შესახებ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება და არ ჯდება სამართლის სტანდარტებში.
"ორი პირი, უშუალო მონაწილე იმ პროცესებისა, როგორც აღწერენ ბატონი ჯარჯი და ბატონი დავითი, მათზე ხორციელდებოდა ზეწოლა, მათი, როგორც მოწმის სახით დაკითხვაზე ჩვენ თანხმობა განვაცხადეთ. მესამე მოწმე იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის დაკითხვაც მოითხოვა ბატონმა კოჟორიძემ, ამ შემთხვევაში ვვარაუდობთ, რომ ივანიშვილს შეიძლება ვიღაცისგან მიღებული ინფორმაცია ჰქონდეს, რაც არ ჯდება იმ სტანდარტში, რაც გულისხმობს მოწმის დაკითხვას.
დიდი დავალიანება დაგვხვდა როგორც ბიუჯეტის, ასევე კერძო კრედიტორების მიმართ. როცა შეფასდება "რუსთავი 2-ის" რეალური ღირებულება, რა თქმა უნდა, იმ ვალდებულებების გათვალისწინებით რაც აქვს, თუ "რუსთავი 2-ის" ღირებულება შეფასდება 10 მილიონ დოლარად, მეორე მხარეს ექნება 90 მილიონი დოლარის შემოტანის ვალდებულება. ამით ვაძლიერებთ კომპანიას.
იმ კრედიტორებმა, რომლებმაც შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ ამოცანა აქვთ დააზიანონ სხვაგვარად ვერ ვხსნი, იმიტომ, რომ არანაირ მორიგებაზე არ მოდიან, ამ შემთხვევაში შეიძლება დავდგეთ გაკოტრების წინაშე. ეს რომ ავიცილოთ თავიდან და "რუსთავი 2-მა" შეინარჩუნოს ღირებულება და გააგრძელოს საქმიანობა, ამისთვის კეთდება,"- აცხადებს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი პაატა სალია.