17 ნოემბერი 2024,   03:36
ვრცლად
შეიძლება გაუჩნდეთ სურვილი, რომ პარლამენტში მუდმივად საბოტაჟის რეჟიმი ჩამოაყალიბონ - გია ვოლსკი ენმ-ს დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს

"ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია მიუღებელია "ქართული ოცნებისთვის". უმრავლესობა, პარტიას ბრალდებებს უყენებს და დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს. 

"ნაცმოძრაობა არის ნაცმოძრაობა, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა, მცირე, თუ საშუალო, აქვს გარკვეული სტრატეგია. თუ ამ სტრატეგიას შეცვლიან, მნიშვნელოვანწილად უნდა შეცვალონ და დესტრუქციიდან საქმეზე გადავიდნენ. ქუჩიდან ვერ მოახერხეს დესტრუქცია, ახლა შეიძლება გაუჩნდეთ სურვილი, რომ შიგნით პარლამენტში მუდმივად საბოტაჟის რეჟიმი, რაშიც კარგად არიან გაწაფულები, ჩამოაყალიბონ. იმედი ვიქონიოთ, რომ ბოლოს და ბოლოს გაითვალისწინებენ, რა უნდა ჩვენ ქვეყანას და რა პრობლემები არსებობს მის წინაშე," - აცხადებს გია ვოლსკი. 

დღის ამბები