კახეთში ხანძარს შედეგად 89 წლის ქალი დაიწვა. დამწვარია მის საკუთრებაში არსებული სახლის ერთი ნაწილი. აალებული სახლიდან მოხუცის გამოყვანა მეხანძრე-მაშველებმა შეძლეს, მათ ასევე დროულად მოახდინეს ცეცხლის ლოკალიზება და ლიკვიდაცია.
შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში მოხდა.
თვითმხილველების თქმით, პენსიონერი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა დამწვრობის მაღალი ხარისხის გამო, დაშავებული ქალის თბილისში რეანომობილით გადაიყვანა გახდა საჭირო.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.