17 ნოემბერი 2024,   03:50
ვრცლად
"ქართული ოცნება" შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის ერთგული რჩება - ანრი ოხანაშვილი საარჩევნო კოდექსზე

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის, პარლამენტში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, სადაც საარჩევნო კოდექსი განიხილებოდა, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ "ქართული ოცნება", კვლავ შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის ერთგული რჩება. 

მხარეები საკითხებზე ვერ შეჯერდნენ, თუმცა ისინი ფიქრობენ, რომ საერთო გადაწყვეტილებას ორშაბათს მიიღებენ. 

"ქართული ოცნება", შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის ერთგული რჩება. საუბარია რომ ოპოზიციურ პარტიებს უნდა ჰყავდეთ მოადგილე და ეს იქნება გარანტირებული. ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი კი პროფესიული ნიშნით უნდა იყოს შერჩეული - სწორედ ეს კრიტერიუმებია ძალაში,"- აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი

 

დღის ამბები