17 ნოემბერი 2024,   03:19
ვრცლად
საარჩევნო კოდექსზე ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრებმა პოზიციების დაახლოება ვერ შეძლეს

საარჩევნო კოდექსზე ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრებმა პოზიციების დაახლოება ვერ შეძლეს.

პარლამენტში გამართული რამდენიმესაათიანი მსჯელობის შემდეგ, პოლიტიკურმა ოპონენტებმა განმარტებები გააკეთეს. დეპუტატების განაცხადებით, მთავარ საკითხზე, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის დანიშვნის წესს ეხება, მართალია მხარეებმა შეჯერება ვერ მოახერხეს, თუმცა გარკვეული ვერსიები უკვე გაჟღერდა.  

"კომისიების დაკომპლექტების ახალი წესი და სტანდარტი რომ გავრცელდეს ყველზე , უკვე არსებულიც და ახალი წევრიც დაექვემდებაროს ერთ სტანდარტს. თუ ჩვენ გვინდა გავაჩინოთ რწმენა საზოგადოებაში, რომ უფრო სამართლიანი წესით აირჩევა კომისიის წევრები და შესაბამისად, უფრო სანდო უნდა იყოს მათ მიერ ორგანიზებული და ადმინისტრირებული არჩევნები, ეს კომისიის წევრები ყველა ერთნაირად უნდა დაექვემდებარონ ამ უფრო სწორ და სამართლიან სტანდარტს და წესს," - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

პარლამენტის წევრი, პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარე, იაგო ხვიჩია ის კომპრომისული ვერსია განმარტა, რომელიც მხარეებს შეხვედრაზე გააცნო.

"ყველას ინტერესები რომ იყოს გათვალისწინებული და მათ შორის არ იყოს ეს შეთანხმებაც დარღვეული, მე მქონდა ესეთი წინადადება, რომ ორი მოადგილე იყოს, ერთი პროფესიული და მეორე პარტიული ნიშნით და საარჩევნო პერიოდში, როცა არჩევნები გვაქვს, მაშინ თუ დადგა საკითხი მოვალეობის შესრულების, მაშინ შეასრულოს პროფესიულმა მოადგილემ ,.მაგრამ სხვა შემთხვევაში არსებობდეს ოპოზიციის მიერ დანიშნული მოადგილეც, რომელიც ჩვეულებრივ, მშვიდობიანობის დროს ასრულებს თავმჯდომარის მოვალეობასაც. მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში მაინც ამ პრინციპის გათვალისწინებისკენ მიდის პროცესი," - აცხადებს იაგო ხვიჩია.

დღის ამბები