19 ნოემბერი 2024,   20:32
ვრცლად
ბოლო მონაცემებით, შიდსის ცენტრში 8 823 აივ ინფიცირებული პირია რეგისტრირებული - დღეს შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა
შიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღის აღნიშვნას საქართველო 25-ედ უერთდება.
 
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრებთან ერთად სიმბოლურად კლინიკის ეზოში წითელი ბუშტები გაუშვეს, რითაც საზოგადეობას სოლიდარობისკენ, ინფიცირებულებს კი, მკურნალობისკენ მოუწოდეს.
 
2015 წლიდან საქართველომ პირველმა აღმოსავლეთ ევროპაში და ერთ-ერთმა მსოფლიოში, პრინციპი  -"მკურნალობა ყველასთვის" დანერგა, რის მიხედვითაც იმუნური სტატუსისა და დაავადების სტადიის მიუხედავად, ყველა აივ/შიდსით ავადმყოფს უფასო მკურნალობა უტარდება.
 
ბოლო მონაცემებით, შიდსის ცენტრში რეგისტრირებულია 8 823 აივ ინფიცირებული პირი. შიდსი 4 441 პაციენტს განუვითარდა, 1 834 გარდაიცვალა. 
დღის ამბები