26 აპრილი 2024,   07:10
ვრცლად
გარდაცვლილი 26 წლის ყაზახი გოგოს დის ქმარი ყაზახეთში დააკავეს - კიდევ რას ედავება მას პოლიცია ცოლის დის გაუპატიურების გარდა

ყაზახეთის პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელსაც თბილისში ბრალი აქვს წაყენებული. საქმე ეხება ყაზახეთის მოქალაქე 28 წლის ახალგარზდა ქალის სიკვდილს.

დაღუპული ქალის ნათესავს, რომელსაც თბილისში გაუპატიურებას ედავებიან, ყაზახეთში სხვა ბრალდება აქვს. სამართალდამცველები მას ადამიანებით ვაჭრობას ედავებიან.  

დაკავებულის ქართველი ადვოკატი ამბობს, რომ ეს ორი სხვადასხვა საქმეა. 

დაღუპული ქალის დედა ითხოვს,  მართლმსაჯულება არა ყაზახეთში, არამედ საქართველოში აღსრულდეს.

შეგახსენებთ, 26 წლის ყაზახი ქალი საქართველოში დაიღუპა. ოფიციალური ვერსიით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. საქმეზე საქართველოს ერთი მოქალაქე მეორე დღესვე, გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დააკავეს. 

დღის ამბები