საზოგადოებრივი მოძრაობის -" ერთობა, რაობა, იმედის" დამფუძნებელი ლევან ვასაძე ამ წუთებში მხარდამჭერებს ხვდება. ლევან ვასაძე საკუთარ გეგმებზე საუბრობს და აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა მალე პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება.
"ერთობა, რაობა, იმედი" - ეს არის ის გაერთიანება, რომელიც სულ მალე გარდაიქმნება პოლიტიკურ პარტიად და ჩვენი ხალხის მხარდაჭერით შეცვლის საქართველოში ამ გამოუვალ მდგომარეობას.
დარწმუნებული ვარ, ეს გზა, რომელსაც ახლა შევუდექით, ადვილი არ იქნება. არ იქნება ია-ვარდით მოფენილი, ჩვენ გველოდება წინ ბევრი ერთობლივი ბრძოლა, ჩვენ გველოდება წინ წინააღმდეგობები, მაგრამ მტკიცედ გვწამს, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერით შევძლებთ გავარღვიოთ ეს მოჯადოებული წრე", - განაცხადა ლევან ვასაძემ.
შეკრება ალექსანდრეს ბაღში იმართება.