17 ნოემბერი 2024,   04:19
ვრცლად
"არავის ინტერესში არ შედის ახლა ამ თემის ქექვა" - შეუერთდება თუ არა არჩევნების შემსწავლელ კომისიას ოპოზიცია

შეუერთდება თუ არა შარლ მიშელის მიერ შედგენილ დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია საგამოძიებო კომისიას, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს სწავლობს - ლიდერების პოზიციები ცნობილია.

იაგო ხვიჩიას თქმით, ეს თემა აქტუალური უკვე აღარაა.

"ეს კომისია არ არის შექმნილი იმისთვის, რომ იყოს ეფექტური და გამოიძიოს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების დარღვევები. მე მგონი არავის ინტერესში არ შედის ახლა ამ თემის ქექვა იქიდან გამომდინარე, რომ შეთანხმება შემდგარია და ჩვენს კოლეგებს პარლამენტში ველოდებით," - განაცხადა "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.

"ლელოს" წევრის გრიგოლ გეგელიას შეფასებით, მსგავსი ტიპის კომისიები მათი ინტერესის საგანი ვერ იქნება, რადგან უფრო მნიშვნელოვანი საქმე შეთანხმების შესრულებაა.

"ოცნება და "ევროპელი სოციალისტები" კი ისევ მოუწოდებენ კოლეგებს მიიღონ მონაწილეობა კომისიის მუშაობაში.

 

დღის ამბები