02 მაისი 2024,   02:03
ვრცლად
26 წლის დაღუპული ქალის ოჯახის ადვოკატს პოლიციამ საქმის მასალები გადასცა

ყაზახეთის მოქალაქე, 26 წლის დაღუპული ქალის ოჯახის ადვოკატს პოლიციამ საქმის მასალები გადასცა. რა მტკიცებულებები და ჩვენებები დეევს სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც ყაზახეთის მოქალაქის გარდაცვალებას ეხება, ადვოკატი საქმის გაცნობის შემდეგ ისაუბრებს.

"გამომძიებელმა სრულად გადმომცა საქმის მასალები, რაც ამ დროისთვის გამოძიებას აქვს და ხვალ უკვე გვექნება ჩვენი პოზიცია და გავაკეთბთ განცხადებას. ჩვენი პოზიცია იყო, რომ საქმე ტრეფიკინგის დანაშაულს ეხებოდა, თუმცა საქართველოში გამოძიება დაიწყო გაუპატიურების მუხლით, ასევე მითითება გვქონდა, რომ საქმეში აუცილებელი ფიგურანტი უნდა ყოფილიყო მურატი. ყაზახეთის სახელმწიფომ მის წინააღმდეგ სამქე ტრეფიკინგის მუხლით დაიწყო და ის დღეს დაკავებულია,"- აცხადებს დაღუპულის ოჯახის ადვოკატი, ”საფარის” იურისტი ნინო ანდრიაშვილი.

ბრალდებულია უფლებადამცველი კი საპირისპიროს ამტკიცებს. ლაშა შუკაკიძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ეტაპზე უდანაშაულოა და მის მიმართ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ადამიანს ედავებიან, რომ ჩაიდინა თვითმკვლელობამდე მიყვანა და გაუპატიურება და ეს ადამიანი, მშვიდად, საწოლზე ეჯდა და ესაუბრობოდა, მას სხვა ქმედება არ განუხორციელებია. რაც შეეხება მურატ მერბეგოვს, მას ყაზახეთში წარედგინა ბრალი და როგორც მედიაში გავრცელდა, ტრეფიკინგს ედავებიან, ეს აბსურდული ბრალდება იქნება იქაც,"- აცხადებს ადვოკატი ლაშა შუკაკიძე.

შეგახსენებთ, დაკავებულია მაკაკაცი, რომელსაც დაღუპული ქალის გაუპატიურებაში ედება ბრალი. ის ყაზახეთში სხვა მუხლით აიყვანეს. მას ადამიანებით ვაჭრობას ედავებიან.

დღის ამბები