17 ნოემბერი 2024,   04:17
ვრცლად
არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას სამშაბათს იწყებს - მასში ოპოზიცია მონაწილეობას არ მიიღებს

ოპოზიცია, რომელმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა, მონაწილეობას არ მიიღებს იმ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, რომელმაც არჩევნების შედეგები უნდა შეისწავლოს.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ჯგუფის მუშაობას აზრი არ აქვს. ოპონენტებს კომისიაში ჩართვისკენ მოუწოდებენ "ოცნების" და "ევროპელი სოციალისტების" წევრები. 

ოპოზიციის უარი მმართველი პარტიისთვის პოლიტიკური განაცხადია იმის შესახებ, რომ ოპონენტებმა არჩევნების ლეგიტიმურობა ცნეს და დარღვევების შესახებ ხელშესახები ფაქტები არ გააჩნიათ. 

31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემსწავლელი საგამოძიებო კომისია 17 თებერვალს შეიქმნა. 17 მაისს კომისიას სამთვიანი ვადა ეწურებოდა, თუმცა გასულ კვირას გამართულ პლენარულ სხდომაზე, დეპუტატებმა კომისიას საქმიანობის მანდატი ერთი თვით გაუხანგრძლივეს.

დღის ამბები