პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტზე საკომიტეტო მოსმენები იწყება. პოზიციები ფაქტობრივად უცვლელია, დარეგისტრირებულია ორი ინიციატივა, ერთი ოპოზიციის და მეორე უმრავლესობის.
პარტიების ნაწილისთვის "ოცნების" ინიციტივა მიუღებელია, ნაწილი კი თვლის, რომ პოზიციების შეჯერება შესაძლებელია.
შეძლებენ თუ არა ოპონენტები ერთ ვერსიაზე შეჯერებას, საკომიტეტო განხილვები აჩვენებს. პროცესი სავარაუდოდ მიმდინარე კვირის მეორე ნახევარში ან მომავალი ორშაბათიდან დაიწყება. საკომიტეტო მსჯელობა სტარტს ადამიანის უფლებების კომიტეტიდან აიღებს და იურიდიულ კომიტეტში დასრულდება.