17 ნოემბერი 2024,   03:28
ვრცლად
ისრაელი-პალესტინას კონფლიქტის გამო ჯოზეფ ბორელიმ ევროკავშირის საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელიმ ევროკავშირის საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია, რომელიც ისრაელსა და პალესტინას შორის მიმდინარე მოვლენებს ეხება.

ამის შესახებ ბორელიმ "ტვიტერის" პირად გვერდზე დაწერა.

"ისრაელსა და პალესტინას შორის მიმდინარე ესკალაციის და სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის რაოდენობის გათვალისწინებით, სამშაბათს ვატარებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო ვიდეოკონფერენციას. კონფერენციის დროს განვიხილავთ იმას, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირმა საუკეთესო სახით შეუწყოს ხელი არსებულ ძალადობის შეწყვეტას,"- წერს ბორელი. 

დღის ამბები