20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის კანპონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების დამოკიდებულება ამ ეტაპზე უცვლელია. მათ ნაწილი "ოცნების" ინიციატივას ისევ მიუღებლად თვლის, ნაწილი კი პოზიციების შეჯერებას შესაძლებლად მიიჩნევს.
რამდენად რეალურია პოზიციების დაახლოება, ეს უკვე საკომიტეტო მოსმენების დროს გაირკვევა.
"ამნისტიის კანონზე თუ "ქართული ოცნება" იგივე კომპრომისული სულისკვეთებით იქნება განმსჭვალული, რასაც ვხედავთ, ჯერჯერობით როგორც საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით, შესაძლებელია აქაც საერთო კანონპროექტზე ვიფიქროთ, მაგრამ ასეთ მზაობას არ ამჟღავნებს "ქართული ოცნება," - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ.