17 ნოემბერი 2024,   03:56
ვრცლად
პალესტინასა და ისრაელში მცხოვრებლები თანაბრად იმსახურებენ უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას - ჯო ბაიდენი

თეთრი სახლის ადმინისტრაცია ისრაელსა და პალესტინელებს შორის სიმშვიდის მისაღწევად მუშაობს. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს.

მისი თქმით, ორივე მხარეს მცხოვრებლები უსაფრთხოდ ცხოვრებას იმსახურებენ.

მხარეებს დაძაბულობის განმუხტვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა. ენტონი ბლინკენმა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი ყატარის, ეგვიპტის, საუდის არაბეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონო საუბრების დროს განიხილა.

დღის ამბები