კახა კუჭავას პირველი ოფიციალური ვიზიტი პარლამენტის თავმჯდომარის რანგში - პარლამენტის სპიკერის ხელმძღვანელობით ქართველი კანონმდებლების ვიზიტი ბრიუსელში დღეიდან იწყება.
დაგეგმილია შეხვედრები ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, კომიტეტის თავმჯდომარეებთან და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან. სამკაციან დელეგაციაში არიან ვიცე-სპიკერი და ევროპასთან ინტეგრაციის თავმჯდომარე. დეპუტატები ვიზიტის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას.