17 ნოემბერი 2024,   03:43
ვრცლად
​ეს არის საჯაროდ დემონსტრირება ანგარიშსწორების, რომელსაც ახდენენ ზეწოლის სახით საჯარო მოხელეებზე რეგიონებში - გიორგი ხოჯევანიშვილი ზუგდიდის ყოფილ მერზე

ზუგდიდის მერის თანამდებობიდან წასვლას თბილისშიც ეხმიანებიან. გიორგი გახარიას გუნდის წევრები ზეწოლაზე საუბრობენ.

"ეს არის საჯაროდ დემონსტრირება გარკვეული ანგარიშსწორების, რომელსაც ახდენენ ზეწოლის სახით საჯარო მოხელეებზე რეგიონებში სხვადასხვა თანამდებობის მქონე ადამიანებზე და ეს აბსოლუტურად მიუღებელი ფორმაა, არასწორი მიმართულებაა, რომელსაც დაადგა "ქართული ოცნება" და მე მათ უნდა გავახსენო, რომ ერთ დროს სწორედ "ქართული ოცნება" ძალიან მკაცრად ებრძოდა მსგავს პრინციპებს, რომელსაც აქტიურად იყენებდა "ქართული ოცნების" წინამორბედი "ნაციონალური" ხელისუფლება.

მე არ შემიძლია რაიმე დეტალებზე ვისაუბრო, სანამ თვითონ გეგა არ ისაუბრებს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ," - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას ყველა ინდივიდუალურად იღებს.

ცნობისთვის, ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ თანამდებობა დატოვა. მიზეზად მან არსებული პოლიტიკური ვითარება დაასახელა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობას არ განიხილავს.

დღის ამბები