დღეს 17 მაისია - საქართველოში, ჰომოფობიასთან ბრძოლის გარდა, ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება.
ამ წუთებში 15 პოლიტიკური გაერთიანება აფორმებს შეთანხმებას, რომლითაც ისინი დებენ პირობას, იბრძოლონ ლგბტ თემის დასაცავად.
ღონისძიებაზე უკვე მივიდნენ მოძრაობა ზნეობის წევრები, ისინი შეთანხმების შინაარსს აპროტესტებენ.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი ღონისძიებას ესწრება.
"მე შვედეთიდან ვარ და იქაც არის პრობლემები, ძალიან ბევრი ახალგაზრდის სიცოცხლე სუიციდით სრულდება. ევროკავშირი და ფართო დიპლომატიური წარმომადგენლობა თქვენ გვერდით დგას. ბოლო წლებში საქართველო ამ კუთხით განვითარებულია.
ჩვენ გამოვხატავთ საქართველოს ლგბტ თემის მიმართ მხარდაჭერას, პრიორიტეტად უნდა იქცეს სტიგმასთან ბრძოლა,"- აღნიშნა კარლ ჰარცელმა.