ამ დროისთვის დმანისში ვითარება განმუხტულია, თუმცა დაპირისპირების დროს რამდენიმე ავტომობილი დაზიანდა. აგრესიულმა ჯგუფებმა ავტომობილები ხელკეტებით დააზიანეს, ერთ-ერთი მანქანა კი ამოატრიალეს. დაზიანებულია პოლიციის ავტობუსიც.
ადგილზე ვითარების გასანეიტრალებლად სპეცდანიშნულების რაზმის დახმარება გახდა საჭირო.
რაც შეეხება კონფლიქტში მონაწილე პირებს, დმანისის შესასვლელთან აღარავინ არის, მათ დმანისის პოლიციასთან გადაინაცვლეს. ვითარებას საპოლიციო ძალები აკონტოლებენ.
მცირე დაზიანებები როგორც კონფლიქტის მონაწილეებმა, ასევე ავტომობილის მძღოლებმა მიიღეს.
შეგახსენებთ, 1 საათის წინ დმანისში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. კონფლიქტში მონაწილე და ამჟამად გამოკითხვაზე მყოფების მხარდასაჭერად ქალაქში შესვლას ცდილობდა გარკვეული ჯგუფი.
გზა სამართალდამცველებს გადაკეტილი ჰქონდათ, თუმცა ადგილზე ჩასულებმა პოლიციის კორდონის გარღვევა მოახერხეს.