დმანისში ვითარებას სამართალდამცავები ამ დრომდე აკონტროლებენ.
ორდღიანი მწვავე დაპირისპირების შემდეგ, ღამემ რეგიონში მშვიდად ჩაიარა. კონფლიქტს ყავს დაზარალებულები და მიმდინარეობს გამოძიება.
გავრცელდა სათვალთვალო კამერის ჩანაწერებიც, სადაც სასურსათო მაღაზიასთან 2 ჯგუფის ჩხუბი ჩანს. კონფლიქტი ლუდის "ნისიად" ყიდვის თხოვნაზე მაღაზიისგან უარს მოჰყვა, რაც ჯგუფურ ჩხუბში გადაიზარდა.