19 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
წლებია მეგობრულად ვცხოვრობთ და არასოდეს მსგავსი გაუგებრობა არ მოგვსვლია - დმანისში მცხოვრები

დმანისში დაპირისპირებული მხარეების შერიგების შემდეგ ღამემ მშვიდად ჩაირა, თუმცა რეგიონში პოლიცია ამ დრომდე რჩება.

ორდღიანი მწვავე დაპირისპირების შემდეგ, ვითარებას სამართალდამცავები პრევენციულად აკონტროლებენ.

ამ დრომდე იკითხებიან დაპირისპირებაში მონაწილე პირები, თუმცა პოლიციას არავინ დაუკავებია. 

"წლებია მეგობრულად ვცხოვრობთ და არასოდეს მსგავსი გაუგებრობა არ მოგვსვლია. ყოფითი კონფლიქტი იყო, ახლა მნიშვნელოვანია გამოძიებამ ყველა შეკითხვას პასუხი გასცეს, რადგან სამომავლოდ მსგავსი ინციდენტები თავიდან ავიცილოთ," - აცხადებს ადგილობრივი. 

დღის ამბები