რა გაკეთდა თბილისში ბოლო 4 წლის განმავლობაში - ანგარიში დღეს დედაქალაქის მერმა წარმოადგინა. კახი კალაძემ ურბანული პოლიტიკის შესახებ ისაუბრა და ის კონკრეტული პროექტები დაასახელა, რომლებიც ქალაქში განხორციელდა ან მიმდინარეობს. კალაძის თქმით, ქალაქს სწორად განვითარების გეზი აქვს აღებული.
"მიუხედავად ბევრი გამოწვევისა და მათ შორის პანდემიისა, ჩვენ მუხლჩაუხრელად ვიმუშავეთ, ბევრი აღებული ვალდებულება შევასრულეთ და შევქმენით წინაპირობა, საკანონმდებლო ინიციატივები, იმისათვის, რომ თბილისზე მზრუნველმა ნებისმიერმა გუნდმა წარმატებით განაგრძოს მუშაობა. ქალაქს აღებული აქვს სწორად განვითარების გეზი და აღარასოდეს დავუბრუნდებით წარსულში არსებულ პრაქტიკას, როდესაც გადაწყვეტილებების მიღება ქაოტურად ხდებოდა,"- განაცხადა კახა კალაძემ.