თბილისის მერმა კახა კალაძემ ურბანული გეგმის წარდგენის შემდეგ, შეკითხვაზე - იქნება თუ არა ის თვითმმართველობის არჩევნებზე კვლავ მერობის კანდიდატი, განაცხადა, რომ სამომავლო გეგმებზე საუბარი ჯერ ადრეა.
"ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა იყო დედაქალაქის მერი. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჯერ ადრეა ამაზე საუბარი. "ქართული ოცნება" არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს. დარწმუნეული ვარ, ამ თვითმმართველობის არჩევნებზე სწორედ ამ გუნდს ექნება ყველაზე მაღალი მხარდაჭერა,"- აცხადებს კახა კალაძე.