"ევროპული საქართველო" საწვავის გაძვირებას აპროტესტებს. პარტიამ დაიწყო კამპანია, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს მიაწვდიან ინფორმაციას, რატომ უნდა შემცირდეს სააქციზო გადასახადი ნავთობპროდუქტებზე.
დღეს საკითხზე გიგა ბოკერიამ ისაუბრა. მისი განმარტებით, მთავრობამ უნდა შეცვალოს გასულ წელს მიღებული გადაწყვეტილება, როდესაც აქციზის საფასური გაორმაგდა.
"აქციზის გადასახადის გაუქმებით, შესაძლებელია ავტომატურად 40 თეთრით შემცირება საწვავზე ფასის, რაც აისახება შემდეგ ყველაფრის ფასზე. ზოგადად, შესაძლებლობებზე ყველა ჩვენი მოქალაქის, რომ აწარმოონ საქმიანობა, იშოვონ სამსახური, შეიძინონ პროდუქტი, გაუადვილდეთ ცხოვრება ამ საერთო გასაჭირის დროს. ეს არის მარტივი ნაბიჯი," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.