17 ნოემბერი 2024,   03:53
ვრცლად
მოვუწოდებ ყველას, ვისაც საპარლამენტო მანდატი აქვს, შევიდნენ პარლამენტში და იქ განაგრძონ მუშაობა - დევიდ მაკალისტერი

პარლამენტის თავმჯდომარე ბრიუსელში ვიზიტს განაგრძობს. დღეს კახა კუჭავა ევროპარლამენტის პრეზიდენტს დევიდ სასოლის შეხვდება.

საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, შარლ მიშელის დოკუმენტის იმპლემენტაცია და ჟან მონეს დიალოგი, ის მთავარი თემებია რაზეც პარლამენტის თავმჯდომარე ევროპარლამენტის სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების დეპუტატებს ესაუბრება.

კახა კუჭავას დღეს შეხვედრები ევროდეპუტატებთან ექნება, მისი შეხვედრა დევიდ მაკალისტერთან უკვე დასრულდა. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ევროპარლამენტს საქართველომ თავის ევროპული ღირებულებები დაუმტკიცა.

"ბოლო კვირების მანძილზე შევძელით დაგვემტკიცებინა ევროპარლამენტისთვის, რომ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა და გვაქვს ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული დემოკრატია. 

ჩვენ მათგან გვაქვს დიდი მხარდაჭერა და ეს რომ პირადად მოგვესმინა, იყო მნიშვნელოვანი,"- აღნიშნა კახა კუჭავამ.

როგორც ევროდეპუტატი დევიდ მაკალისტერი აღნიშნავს, პოლიტიკოსები პარლამენტიდან უნდა მუშაობდნენ. 

"კარგი დიალოგი მქონდა პარლამენტის თავმჯდომარესა და მის დელეგაციასთან. მოვუწოდებ ყველას, ვისაც საპარლამენტო მანდატი აქვს, შევიდნენ პარლამენტში და იქ განაგრძონ მუშაობა. ვისურვებ, რომ მმართველმა გუნდმაც და ოპოზიციამაც რეფორმები წარმატებით გაატარონ, იმისთვის, რომ ეს არაჩვეულებრივი ქვეყანა წინ წავიდეს. ადგილობრივი არჩევნები ლაკმუსის ქაღალდი იქნება,"- აღნიშნა მაკალისტერმა.

დღის ამბები