თბილისის საკრებულოს წევრი ვახტანგ შაქარაშვილი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
ამის შესახებ მან განცხადება "დღის კურიერის"ეთერში გააკეთა.
"მე მას შემდეგ, რაც საკრებულოში შემოვედი საბურთალოს მოსახლეობის მხარდაჭერით, "ქართული ოცნების" ქოლგის ქვეშ, დაახლოებით წელიწადნახევარში დავტოვე უმრავლესობა, მას შემდეგ ვაგრძელებ ძალიან აქტიურად თვითმმართველობის პროცესებში მონაწილეობას, ასევე ზოგად პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობას და აქტიურობას, მაქვს ჩემი მკაფიო კრიტიკული პოზიციები იმაზე, რაც ჩემთვის მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქალაქს და ზოგადად ქვეყანას არ წაადგება.
მაქვს ჩემი ხედვები ამ ქალაქში არსებული პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით. მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებში ნამდვილად ვაპირებ მონაწილეობის მიღებას. თუ რა ფორმით იქნება ეს, ამას შევატყობინებთ საზოგადოებას,“ - აცხადებს ვატო შაქარაშვილი.