20 ივნისი 2021,   08:47
ვრცლად
"კახა კალაძე არის გამორჩეული ლიდერი, რომელსაც ნებისმიერი ოპოზიციური კონკურენტი ახლოსაც ვერ მიუვა არჩევნებში" - იქნება თუ არა კახა კალაძე მერობის კანდიდატი

იქნება თუ არა კახა კალაძე თბილისის მერობის კანდიდატი. პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის გივი მიქანაძის განცხადებით, გადაწყვეტილება ამ დრომდე არ არის მიღებული. 

"პირდაპირ გეტყვით, რომ კახა კალაძე არის "ქართული ოცნების" ერთ-ერთი გამორჩეული და ღირსეული ლიდერი, რომელმაც თავისი საქმიანობით, ეს იყო საკანონმდებლო დონეზე, აღმასრულებელ ხელისუფლებაში თუ მერის რანგში, დაამტკიცა, რომ ეს არის უაღრესად ნიჭიერი ლიდერი, რომლის ხელმძღვანელობის ქვეშ უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, იმ  სიკეთეებს და იმ სიახლეებს, რომელიც მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ხორციელდება და გრძელდება.

კახა კალაძე არის გამორჩეული ლიდერი, რომელსაც ნებისმიერი ოპოზიციური კონკურენტი ახლოსაც კი ვერ მიუვა არჩევნებში, თუკი საბოლოოდ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომ კახა კალაძე იყრის კენჭს თბილისის მერობაზე. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი თუ ცალკე ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი კანდიდატები," - აცხადებს გივი მიქანაძე.

დღის ამბები