17 ნოემბერი 2024,   03:38
ვრცლად
ჩემი ბექრაუნდი მაძლევს საფუძველს, რომ ვიყო პარლამენტში - ტარიელ ნაკაიძემ "ევროპულ საქართველო" დატოვა და საკანონმდებლო საქმიანობაში ერთვება 

ტარიელ ნაკაიძე საკანონმდებლო საქმიანობაში ჩაერთვება. ის ეთანხმება "ევროპული საქართველოს" პოზიციას პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით, რის გამოც ის ტოვებს პარტიას და საქმიანობას საკანონმდებლო ორგანოში უკვე დეპუტატის რანგში განაგრძობს.

ტარიელ ნაკაიძის თქმით, ის რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებს წარმოადგენს, შესაბამისად თვლის, რომ მისი ადგილი პარლამენტშია. 

"ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო პოლიტსაბჭომ, რომ პარლამენტში არ უნდა შევიდეს, მე ვემხრობი ამ გადაწყვეტილებას და ვუჭერ მხარს ამ მიმართულებით, თუმცა ჩემი სპეციფიკური ბექგრაუნდიდან გამომდინარე და იმ წარმომადგენლობითი ფორმიდან გამომდინარე, რომელიც მაქვს რელიგიურ, თუ ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით და ყველა ის გამოკითხვა, რომელიც ვაწარმოე ამ დროის განმავლობაში, მაძლევს იმის საფუძველს, რომ მე დამოუკიდებლად ვიყო პარლამენტის წევრი," - აცხადებს ტარიელ ნაკაიძე.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე გიგა ბოკერია ამბობს, რომ "ევროპული საქართველო" იმ ორ მანდატს, რომელიც აქვს, არ გამოიყენებს.

"ტარიელ ნაკაიძეს მადლობა მინდა ვუთხრა, რომ მას ჰქონდა სურვილი, რომ ჩვენი პარტიის სახელით ყოფილიყო პარლამენტში წარმოდგენილი, უფრო მეტიც, ის სრულად ემორჩილებოდა იმ შეთანხმებას, რომელიც ჩვენ პარტიის შიგნით გვქონდა, თუ ჩვენ შევიდოდით პარლამენტში, თუ აღდგებოდა სიები, ის იმ კონკურენციის წესით სხვა ადამიანს დაითმობდა თავის ადგილს. მაგრამ რადგან პარტიულად, პოლიტიკურად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ პარლამენტში არ მივიღებთ მონაწილეობას, ჩვენი პოლიტიკური გზები ამ საკითხზე გაიყო,“ - აცხადებს გიგა ბოკერია.

"ევროპული საქართველო" პარლამენტში არ შედის. გადაწყვეტილება პარტიის გენერალურმა მდივანმა პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამოაცხადა. "ევროპული საქართველოდან" მოპოვებული მანდატები ყველამ გამოიყენა ელენე ხოშტარიას გარდა.

 

 

 

 

დღის ამბები