19 ნოემბერი 2024,   20:42
ვრცლად
როგორ გამოიყურება რეაბილიტირებული პეტრას ციხე - ისტორიული ციხე-ქალაქი დღეს გაიხსნა

ვიზიტორთა ცენტრი, ორი საექსპოზიციო ნაგებობა, ლიმონარიუმის ოთხი ტერასა ადაპტირებული სასეირნო ბილიკებით და ექვსი ადაპტირებული ლიფტი - პეტრას განახლებული ისტორიული ციხე-ქალაქი დღეს გაიხსნა. რეაბილიტაციის პროექტი სამი წლის წინ დაიწყო. დღეიდან აქ ვიზიტორები ავტოპარკინგით და ავტობუსების სადგომით ისარგებლებენ. ინფრასტრუქტურა მთლიანად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.

პეტრას ციხის რეაბილიტაციისთვის 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, ისტორიული ნაგებობების და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია ტურიზმისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ციხე-ქალაქის აშენება ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანეს სახელს უკავშირდება. პეტრას სახელწოდება კლდოვანი რელიეფის გამო შეერქვა.

დღის ამბები