17 ნოემბერი 2024,   03:23
ვრცლად
დმანისელების კონფლიქტი - რა ვითარებაა ქალაქში ორდღიანი დაპირისპირების შერიგებით დასრულების შემდეგ

დმანისში ერთ მაღაზიასთან 16 მაისს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება მეორე დღეს ისე გამწვავდა, რომ საქმეში შინაგან საქმეთა მინისტრის, პარლამენტარებისა და სპეცდანიშნულების რაზმის ჩართვა გახდა საჭირო. 

ორდღიანი მწვავე პროცესების და საჯაროდ შერიგების შემდეგ დღეს დმანისში სრული სიმშვიდეა, რამაც ადგილობრივებს შედეგების უკეთ გაანალიზების საშუალება მისცა. "კურიერის" ყველა რესპოდენტი ამბობს, რომ ძალადობა და მშვიდობიანი თანაცხოვრების დარღვევა მიუღებელია.

ამ მოვლენების კვალი დღესაც თვალში საცემია. დაზიანებული სახლები, ქუჩაში დაყრილი ქვები და ადამიანები, რომლებმაც მძიმე სტრესი მიიღეს. მათი ნაწილი გამოთქვამს ეჭვს, რომ მომხდარი არა ადგილობრივების ბუნებრივი რეაქცია, არამედ შეგნებული პროვოკაცია იყო.

დმანისელები თანხმდებიან, რომ მსგავსი ინციდენტების სამომავლოდ პრევენციისთვის საზოგადოებრივი ჯგუფების ერთობლივი მუშაობაა საჭირო. დღეს ამავე შინაარსის განცხადებებს აკეთებდნენ სასულიერო პირებიც.

საზოგადოების განწყობებზე მუშაობის პარალელურად, დმანისში საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. პოლიცია ინციდენტების სხვადასხვა ეპიზოდის მონაწილე პირების გამოკითხვას განაგრძობს.

დმანისში დღის განმავლობაში არც ერთ მცირე ინციდენტსაც კი არ ჰქონია ადგილი. მოსახლეობა ცხოვრებას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს, თუმცა, ამის მიუხედავად, ქალაქში ამ დრომდე მრავლად რჩებიან სამართალდამცველები. მათ შორის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დანაყოფები.

დღის ამბები