"ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით, მათი ყოფილ თანაგუნდელს, ექს-პრემიერ გიორგი გახარიას მომავალ არჩევნებზე, თუ ის თბილისის მერობას გადაწყვეტს, წარმატების ნაკლები შანსი აქვს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა:
"მე შემიძლია გითხრათ, რომ ის მეორე ადგილზე ვერ გავა, საუკეთესო შემთხვევაში გავა მესამე ადგილზე," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
წამყვანის კითხვაზე ვის გადის მეორე ადგილზე ირაკლი კობახიძემ დააკონკრეტა, რომ ამის შანსი კვლავ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს აქვს.