უშედეგოდ დასრულებული შეხვედრის შემდეგ მორიგი მოლაპარაკება ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნების ხელმძღვანელებთან დღეს უნდა შედგეს. 350-მდე თანამშრომელი გუშინ გაიფიცა. ისინი ხელფასების მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. გაფიცულები ამბობენ, რომ აქცია არ შეწყდება, მანამ შეთანხმება არ შედგება.
მოლაპარაკებების პროცესში ქარხნების ადმინისტრაციასთან და გაფიცულ თანამშრომლებთან ერთად ჩართულია აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარეც.
ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნები კომპანია IDS Borjomi International -ს ეკუთვნის. 2012 წელს კომპანია 300 მილიონ დოლარად რუსეთის ერთ–ერთმა უმსხვილესმა საინვესტიციო ჯგუფმა, "ალფა ჯგუფმა" შეიძინა.