საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესპანეთშია. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი მადრიდში, საერთაშორისო ტურისტული გამოფენის გახსნას დაესწრება, რომელშიც საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს.
ექსპოზიციაზე საქართველოს სპეციალური სივრცე ექნება, რომელიც საერთაშორისო ტურ-ოპერატორებს, კომპანიებსა და მედიის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს მეტი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ.
ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერი შეხვდება ესპანელ კოლეგას და კონგრესის პრეზიდენტს.