17 ნოემბერი 2024,   03:29
ვრცლად
ერთად თუ ცალცალკე - ჯერჯერობით უცნობია, რა სახით წარდგება ოპოზიცია მერის არჩევნებზე

ჯერჯერობით უცნობია, რა სახით წარდგებიან ოპოზიციის წარმომადგენლებიც თვითმმართველობის არჩევნებზე. "სტრატეგია აღმაშენებელი" მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების მხრიდან მესამე ძალის შექმნას ანონსებს და აცხადებს რომ, მათ ყველა თვითმმართველ ოლქში საკუთარი წარმომადგენლები ეყოლებათ.

""ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნებისგან" განსხვავებული ცენტრის კანდიდატი აუცილებლად იქნება ყველა დიდ ქალაქში," - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ.

განსხვავებული პოზიცია აქვთ "გირჩში". პარტიაში აცხადებენ , რომ საერთო კანდიდატის წარდგენის იდეა კრახისთვისაა განწირული.

""ქართულ ოცნებას "ისევ ექნება შესაძლებლობა გაითამაშოს სტანდარტული არჩევანი - ან ჩვენ, ან "ნაციონალური მოძრაობა", იმიტომ რომ ბუნებრივია ასეთი კანდიდატურა იქნება ასოცირებული პირველ რიგში ნაციონალურ მოძრაობასთან," - აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

"ქართული ოცნების" დამარცხებას გაერთიანებაში ხედავს "ნაციონალური მოძრაობა":

"უნდა იყოს ის, ვინც იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ყველაზე რეიტინგული," - აცხადებს რომან გოცირიძე.

დღის ამბები