როგორ სრულდება ბიუჯეტი ქვეყანაში - მიმდინარე წლის სამი თვის მონაცემებს პარლამენტში მიმდინარე კვირაში განიხილავენ. ძირითადი აქცენტი პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილ რთულ ეკონომიკურ ვითარებაზე გამახვილდება.
დეპუტატების წინაშე ანგარიშით ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე წარდგება.
"პროცედურულად გათვალისწინებულია ასეთი ანგარიშის წარმოდგენა საქართველოს პარლამენტის კვარტალური შესრულებისა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც საუბარი გვაქვს კოვიდპანდემიით გამოწვეულ შედეგებზე, მათ შორის, იმ დარტყმებზე, რომელსაც განიცდის ეკონომიკა. ეს ურთულესი პრობლემებია არა მხოლოდ საქართველოსთვის და არა მხოლოდ ამ რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით არსებობს ეს პრობლემა. ბუნებრივია, რაკი გამონაკლისი არც ჩვენი ქვეყანაა, ეს განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს,“ - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ.