დღეს კახა კუჭავას ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტის მესამე დღეა. პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით ქართველი დეპუტატები დღეს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდებიან.
დღესვე დაგეგმილია აუდიენცია NATO-ში, გენერალური მდივნის მოადგილესთან. საუბრის მთავარი თემები რეგიონალური უსაფრთხოება და საქართველოს დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა. როდის დაასახელებს NATO ალიანსში საქართველოს გაწევრიანების კონკრეტულ დროს? ქართული დელეგაციის წევრები ამბობენ, რომ მოვიდა დრო - ეს საკითხი მკაფიოდ დაისვას.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შესახებ რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში პოსტი დადო ევროპელმა კანონმდებელმა. მარია კალიურანდმა კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს ევროპისა და ტრანს-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა.