17 ნოემბერი 2024,   03:17
ვრცლად
ნიკა მელიამ ციხის შიში გააქრო, სხვები ვალდებული არიან, მიჰყვნენ მის სტანდარტს - მიხეილ სააკაშვილი

კიევში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მასთან "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას სტუმრობას ეხმაურება. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ნიკა მელიამ რეპრესიების და ციხის შიში გააქრო და გამბედაობის სტანდარტი შექმნა.

"ჩემი აზრით, ნიკა უკვე გამარჯვებულია. რეალურად, ვერ გატეხეს. არამხოლოდ ვერ გატეხეს, ციხის შიში საერთოდ გააქრო, გააქრო შიში რეპრესიების, გააქრო შიში ზეწოლების, გააქრო შიში სხვადასხვა პირობითობების.

როცა ადამიანი ასეთ სტანდარტს ქმნის, მერე სხვები ვალდებული არიან, მიჰყვნენ გამბედაობას და მის სტანდარტს. ეს არის გარდამტეხი მომენტი. მისი ბოლო თვეების საქციელი განსაკუთრებით საქართველოს უახლეს ისტორიაში, ახალი ძალა მიეცა მთელ ჩვენს ხალხს, მე ამაში დარწმუნებული ვარ," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ ნიკა მელიამ რამდენიმე თვიანი პატიმრობის შემდეგ საპატიმრო ევროკავშირთან დაკავშირებული ფონდის მიერ გადახდილი გირაოს მეშვეობით დატოვა.

დღის ამბები