17 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ყველა დამნაშავე პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ყველა დამნაშავე პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილი, ფეისბუქზე, გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 5 წლისთავთან დაკავშირებით წერს.

როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, ეს სასტიკი დანაშაული ოკუპაციის რეალური სახეა, რომელმაც გიგა ოთხიზორიას და სხვა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა. 

"დღეს ხუთი წელი შესრულდა აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან ახალგაზრდა პატრიოტის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან.
 
ეს სასტიკი დანაშაული ოკუპაციის რეალური სახეა, რომელმაც გიგას და სხვა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა. 

ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ყველა დამნაშავე პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს.
ვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და საერთაშორისო ინსტრუმენტს, რათა დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ," - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

დღის ამბები