20 ნოემბერი 2024,   00:52
ვრცლად
ბორჯომის ქარხნის გაფიცული თანამშრომლები - უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკების შემდეგ, დღეს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება 

უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკების შემდეგ, დღეს ბორჯომის ქარხანაში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება.  თანამშრომლები კომპანიის შესასვლელთან არიან შეკრებილები და წარმომადგენლებთან შეხვედრას ელოდებიან, რომელიც დღის მეორე ნახევარშია ჩანიშნული. მოლაპარაკებების პროცესში ჩართულია პროფკავშირებიც.  

350–მდე თანამშრომელი გუშინ გაიფიცა. ისინი ამბობენ, რომ პროტესტს იქამდე არ შეწყვეტენ, სანამ  მათი მოთხოვნები არ შესრულდება. ისინი შრომის პირობების გაუმჯობესებას, ასევე, ხელფასების მომატებას და ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურებაა. 

"იყო მათი მხრიდან შემოთავაზება ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებით, თუმცა იმდენად მიზერულ ოდენობაზე იყო საუბარი, რომ დასაქმებულები ამ შეთანხმებამ არ დააკმაყოფილა და შესაბამისად, მათ გამოიყენეს კანონიერი გაფიცვის უფლება,“ - აცხადებს სოფლის მეურნეობის, მსუბუქი, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე, გიორგი დიასამიძე.

ბორჯომის ჩამომსხმელი ქარხნები კომპანია "აი-დი-ეს ბორჯომი ინთერნეიშენალს" ეკუთვნის. 2012 წელს კომპანია 300 მილიონ დოლარად რუსეთის ერთერთმა უმსხვილესმა საინვესტიციო ჯგუფმა, "ალფამ“ შეიძინა.

 

ავტორი: თამარ თათარაშვილი 

 

დღის ამბები