17 ნოემბერი 2024,   03:30
ვრცლად
მართლმსაჯულების რეფორმირებისას პარლამენტს დასჭირდება სამოქალაქო საზოგადოების როგორც ექსპერტიზა, ასევე აქტიური მონიტორინგი - ანა ნაცვლიშვილი

ოპოზიციის წარმომადგენლები მესამე სექტორის მოწოდებას გამოეხმაურნენ. არასამთავრობო ორგანიზაციები  მართლმსაჯულების რეფორმის დროულად გატარებას ითხოვს. 

როგორც ოპოზიციის წევრები ამბობენ, მართლმსაჯულების რეფორმა აუცილებლად დროულად უნდა განხორციელდეს.

"ამ ქვეყანაში უამრავი პრობლემის ძირი არის სწორედ ის, რომ ჩვენ არ გვაქვს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება. მეტიც გვაქვს მართლმსაჯულება, რომელიც გამოიყენება პოლიტიკური მიზნებისთვის და ეს არის ძალიან სერიოზული, მრავალწლიანი პრობლემა. იმედი მაქვს, რომ სამოქალაქო საზოგადოება აქტიურად ჩაერთვება, თავისი მრავალწლიანი გამოცდილებით კონკრეტულად სად, რა, როგორ უნდა გაუმჯობესდეს. პარლამენტს დასჭირდება სამოქალაქო საზოგადოების როგორც ექსპერტიზა, ასევე აქტიური მონიტორინგი," - განაცხადა "ლელოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.  

მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ ხშირ შემთხვევაში მესამე სექტორისა და ოპოზიციის პრეტენზიების ნაწილი საფუძველსაა მოკლებული, რადგან მართლმსაჯულების რეფორმა აუცილებლად განხორცილდება.

დღის ამბები