20 ნოემბერი 2024,   00:49
ვრცლად
20 მაისიდან Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია იწყება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 20 მაისს, 12:00 საათიდან, მათთვის, ვისაც პირველი დოზიდან 22-28 დღის ინტერვალში სურს დარეგისტრირდეს Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად, რეგისტრაცია იწყება.

NCDC-ის ცნობით, მოქალაქეებს  სამედიცინო დაწესებულება სურვილისამებრ შეუძლიათ დაჯავშნონ.

"აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად ეწვით ვებ გვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522. რეგისტრაციის ინსტრუქცია იხილეთ ლინკზე: facebook.com" - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

დღის ამბები