საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ალუდა ღუდუშაურის შეფასებით, "ევროპული საქართველო" ერთი კაცის პარტიად გადაიქცა, რითაც ტარიელ ნაკაიძის პარლამენტში შესვლას გამოეხმაურა.
"ევროპულმა საქართველომ" იმდენი მოახერხა, რომ როგორც იქნა, საბოლოოდ გადაიქცა და ჩამოყალიბდა ერთი კაცის პარტიად. ამდენად, "ევროპულ საქართველოში" არის მძიმე პროცესები.
პრაქტიკულად, ეს პარტია დაშლილია. ამდენად, შეთანხმებას თუ არ აწერს ბატონი ბოკერია ხელს, ეს არაფერს უშლის ხელს, რომ ბატონმა ნაკაიძემ საქმიანობა პარლამენტში გააგრძელოს," - განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.