ირმა ინაშვილი ფრიდონ ინჯიას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ დეპუტატი ცდილობს "პატრიოტთა ალიანსს" საარჩევნო კომისიის წევრი წაართვას. ირმა ინაშვილს პრეტენზიები "ქართულ ოცნებასთანაც" აქვს.
"ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას და ვიცით, რა დისკუსია მიდის საპარლამენტო ჯგუფის საქმიანობის ფორმატში. ბატონი ფრიდონ ინჯია, სამწუხაროდ, იჩენს სიწუწკეს და ცდილობს, მიისაკუთროს ჩვენი პარტიის, ანუ "პატრიოტთა ალიანსის" კუთვნილი წევრი საარჩევნო კომისიაში.
ბატონ ფრიდონს გადასარევად უნდა ესმოდეს, რომ მას არ ეკუთვნის საარჩევნო კომისიებში წევრი და როცა ითხოვს იმას, რაც არ ეკუთვნის, ე.ი. მიდის იმაზე, რომ ეს წევრი წაგვართვას "პატრიოტთა ალიანსს", რაც ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არის კანონის და კონსტიტუციის უხეში დარღვევა,“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.