17 ნოემბერი 2024,   03:45
ვრცლად
"პატრიოტთა ალიანსს" დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვითაც არ ეკუთვნის ადგილი კომისიაში - შალვა პაპუაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის, ირმა ინაშვილის მიერ "დღის კურიერში" გაკეთებულ განცხადებებს უპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ ცესკოში "პატრიოტთა ალიანსისთვის" განკუთვნილ კომისიის წევრებს "ქართული ოცნება" მიაწერს ევროპელ სოციალისტებს.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, არსებული წესით, ცესკოში ადგილი მას ეკუთვნის, ვისაც პარლამენტში ფრაქცია აქვს შექმნილი.

"დღეს არსებული კანონმდებლობის მიხედვით "ქართულ ოცნებას" ცესკოში 3 ადგილი ეკუთვნის და 3 ადგილი ეკუთვნის ოპოზიციურ პარტიებს. მაგალითად "ლელოს", პოტენციურად "ნაციონალურ მოძრაობას", ევროპულ საქართველოს". არსებული რეგულაციით "პატრიოტთა ალიანსს" საერთოდ არ ეკუთვნის ადგილი ცესკოში. დღეს არსებობს წესი, ვისაც ფრაქცია აქვს, მას ეკუთვნის ადგილი ცესკოში.

ვმუშაობთ ცესკოს ახალ დაკომპლექტებასა და ახლებურ წესზე, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებას ეფუძნება," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები