"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ სადამკვირვებლო მისიებთან ერთად შექმნას ერთიანი ფრონტი, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის წევრები გამჭვირვალედ დაინიშნონ.
"ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ოპოზიციასთან ერთად, ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, მათ მაინც სხვა წონა გააჩნიათ, მათ შორის "ქართულ ოცნებასთან" და ეს აჩვენა შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერაც არ უნდოდა "ოცნებას", მაგრამ საერთაშორისო წნეხმა აიძულა ხელისუფლება, რომ ხელი მოეწერათ ამ დოკუმენტზე, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ერთიანი ფრონტის შექმნა იმისთვის, რომ ეს მოლოდინი არსებობდეს მათ მიმართ, რომ დიახ, ე.წ 8 პროფესიონალი წევრი, მართლაც უნდა შეირჩეს პროფესიონალური სტანდარტებით, პროცესი უნდა იყოს ღია და საჯარო,"-აცხადებს თინა ბოკუჩავა.
თინა ბოკუჩავა, ასევე, მიიჩნევს, რომ აუცილებელია ენმ შეუერთდეს შარლ მიშელის დოკუმენტს და აიძულოს ხელისუფლება, ჩაატაროს სამართლიანი არჩევნები.
"რაც შეეხება ენმ-ს მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას, ვთვლი რომ როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა, პარტია რომელმაც რეალურად გაუხსნა ევროატლანტიკური გზა, აუცილებლად უნდა გავხდეთ ამ შეთანხმების ნაწილი, მათ შორის იმისთვის, რომ ჩვენც შევძლოთ საერთშორისო პარტნიორებთან ერთად წნეხის ფონზე ვაიძულოთ ივანიშვილი, ჩაატაროს სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და ასეთ არჩევნებში, ივანიშვილის რეჟიმს გადარჩენის არ აქვს, ეს განაპირობებს ვადამდელი არჩევნების თარიღის ჩანიშვნას და ვადამდელი არჩევნები განაპირობებს რეჟიმის ცვლილებას,"-აღნიშნა "დღის კურიერში" თინა ბოკუჩავამ.