17 ნოემბერი 2024,   03:34
ვრცლად
საქართველოს შეუძლია ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს - ოლივერ ვარჰეი

ევროკომისარი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეი, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას შეხვდა, სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს, რომ საქართველოს შეუძლია ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.

"მოხარული ვარ საქართველოს პარლამენტის სპიკერთან, კახა კუჭავასთან მოსაზრებების გაცვლით. ყურადღება გავამახვილეთ 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების განხორციელების მნიშვნელობაზე.

საქართველოს შეუძლია ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს რეფორმების განხორციელების ძალისხმევაში, COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლასა და ეკონომიკურ გაჯანსაღებაში," - წერს ევროკომისარი.

დღის ამბები