საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, შეთანხმების დოკუმენტი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის განვითარების საკმაოდ დიდი პერსპექტივაა.
"ეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის განვითარების საკმაოდ დიდი პერსპექტივაა. 19 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების შემდგომ, რა თქმა უნდა, მოლოდინები ევროკავშირის მხრიდან პოზიტიურია. ეს ხელშეკრულება ორივე მხარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საქართველო ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია ევროკავშირისთვის და ეს პარტნიორობა კიდევ უფრო ღრმავდება ამ მოქმედებებით. ამ სტატიის აუდიტორიას და ადრესატს წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი რიგი ევროპული და საერთაშორისო საზოგადოება," - განაცხცადა კარლ ჰარცელმა.