17 ნოემბერი 2024,   03:26
ვრცლად
ქართული ცეკვა და პერსონალური სტენდი მადრიდის საერთაშორისო გამოფენაზე - საქართველო ტურიზმის მიმართულებით აქტიურდება

საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, ესპანეთის მეფე ფელიპე მეექვსე და დედოფალი ლეტიცია დღეს ესპანეთში ქართული დიასპორის მიერ დაფუძნებული ცეკვის აკადემია - Georgia-ს მიერ გამართულ წარმოდგენას საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში დაესწრნენ. 

გამოფენის გახსნით ესპანეთში პრემიერმინისტრის ორდღიანი ვიზიტი დაიწყო.

ღონისძიებაში საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველო საპრეზენტაციო სტენდით არის წარდგენილი. სპეციალური სივრცე ჩვენს ქვეყანას საშუალებას აძლევს საერთაშორისო ტუროპერატორებს, კომპანიებს და მედიის წარმომადგენლებს მეტი ინფორმაცია მიაწოდონ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ. საერთაშორისო გამოფენაში წელს 100-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს.

ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში პრემიერმინისტრი ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად ესპანეთის კონგრესის პრეზიდენტს მარიჩელ ბატეტს შეხვდა. საუბრის მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო მიმართულებით არსებული ურთიერთობების გაღრმავება იყო. შეხვედრაზე მხარეებმა საპარლამენტო დიპლომატიის კუთხით შემდგომი პერსპექტივაც განიხილეს და კონკრეტული ინიციატივაც გააჟღერეს.

ქართული დელეგაციის წევრები ესპანეთის დედაქალაქს ვიზიტის ფარგლებში, 19-20 მაისის ჩათვლით სტუმრობენ. ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ ესპანეთის მთავრობის ხელმძღვანელს, პედრო სანჩესს შეხვდება.

საერთაშორისო ტურისტული გამოფენა "FITUR 2021" ვიზიტორებს სამი დღის განმავლობაში მიიღებს.

დღის ამბები